ბორჯღალოსნებმა „საუზერნ კინგსი“ დაამარცხეს

თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბორჯღალოსნები სამხრეთაფრიკულ საუზერნ კინგსს დაუპირისპირდნენ და გამარჯვება მოიპოვეს.

უპირატესობას ჩვენი სტუმრები მატჩის დასაწყისშივე დაეუფლნენ და პირველ 10 წუთში 10-0 დაწინაურდნენ. მე-15 წუთზე პირველი ტაიმის ერთადერთი ლელო ქართველების მხრიდან გიორგი აფციაურმა დადო და ტაიმი ბორჯღალოსნებმა 5-17 წააგეს.

მეორე ტაიმში ქართველმა მორაგბეებმა ბოლო 15 წუთში 3 ლელოს დადება შეძლეს. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა მატჩი 24-20 მოიგო.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 31 აგვისტოს შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი 20 საათიდან შემოგთავაზებთ.