41-13 – „ბორჯღალოსნებმა“ რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს. ქართველმა მორაგბეებმა წლის პირველი შეხვედრა წარმატებით დაიწყეს. მათ მთავარ კონკურენტს „დინამო არენაზე“ დიდი სხვაობით მოუგეს. „ბორჯღალოსნები“ კვლავ დაეუფლნენ ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასს, რომელიც საქართველოსა და რუმინეთს შორის თამაშდება.
დუბლი შეასრულა დავით კაჭარავამ, ლელო დადეს ბექა გიგაშვილმა, თედო აბჟანდაძემ და გიორგი ჭყოიძემ. მატჩის დაწყებამდე, მორაგბეებმა და გულშემატკივრებმა საფრანგეთში ტრაგიკულად დაღუპული ქართველი მორაგბის, ბექა ბურდიაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.