პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. დღევანდელი თარიღი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ტიპის ღონისძიებით აღინიშნა. ერთ-ერთი მთავარი ლოკაცია დედაქალაქში დედაენის ბაღი იყო, სადაც თბილისის მერიის ორგანიზებით, გასართობ-შემეცნებითი აქტივობები მოეწყო.
ბავშვთა ინტერესების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა დღეს ჯანდაცვის მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე, სადაც მიხეილ სარჯველაძე ახალი ინიციატივით გამოვიდა. მინისტრმა ბავშვებისთვის სისხლის უანგარო დონაციის კამპანიის დაწყება დააანონსა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
თამარ ნადარეიშვილის რეპორტაჟი.