ბათუმში გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაიცვალა 11 და დაშავდა 21 ადამიანი - როგორია სასტუმროს ადმინისტრაციის განმარტება

11 გარდაცვლილი და 21 დაშავებული – ასეთია ბათუმში გაჩენილი ხანძრის ტრაგიკული შედეგი. სასტუმრო “ლეო გრანდში” მომხდარს საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 21 ადამიანი, მათ შორის 3 მეხანძრე-მაშველი.

ბოლო ინფორმაციით, არც ერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მოქალაქეების დიდმა ნაწილმა სამედიცინო დაწესებულებები უკვე დატოვა. ისინი ბათუმის კლინიკებში წუხელ ინტოქსიკაციისა და სხვადასხვა ხარისხის დამწვრობის დიაგნოზით შეიყვანეს.

ექიმების განმარტებით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დროის ინფორმაციით, მკურნალობის კურსს საავადმყოფოებში 8 ადამიანი განაგრძობს.

ცეცხლი სასტუმროში დაახლოებით საღამოს 9 საათისთვის გაჩნდა. გამომწვევ მიზეზებს სწავლობს გამოძიება. საქმე, დაწყებიდან რამდენიმე საათში გადაკვალიფიცირდა და 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

გავრცელებული ცნობით, შენობაში დარღვეული იყო უსაფრთხოების ზომები, ამასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა სასტუმროს ერთ-ერთმა მენეჯერმა.

როგორია სასტუმროს ადმინისტრაციის განმარტება – დეტალებით მერაბ წულუკიძეა ბათუმიდან.