ბათუმში შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალის მეორე დღე ორ კონცერტს დაეთმო. თავდაპირველად, საათნახევრიანი პროგრამით, მსმენელის წინაშე ქართული ჯგუფი „მოკო მოკო“ გამოვიდა. შემსრულებლებმა კომპოზიციები ძირითადად ჰიპ-ჰოპის ჟანრში წარმოადგინეს. მეორე კონცერტი კი ნიდერლანდურ ჯგუფს დაეთმო.
მუსიკოსებმა მელომანებს ელექტრონული მუსიკა და ფანკი შესთავაზეს. წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ბათუმის კორტებზე ხალხმრავლობა იყო. ჯაზფესტივალს ლეგენდარული ჯგუფი „ინკოგნიტო“ დაასრულებს.