„საქართველო სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში ალტერნატიული გაზის მარშრუტების განვითარებაში“ – ამის შესახებ ნათია თურნავამ ბაქოში, სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ეკონომიკის მინისტრი სესიაში სახელწოდებით „სამხრეთ გაზის კორიდორი: მიღწევები და გამოწვევები“ მონაწილეობდა. მინისტრი ამბობს, რომ სამხრეთ გაზის კორიდორში მონაწილეობით, ასევე გაზის კვოტა იზრდება, რომელსაც საქართველო სატრანზიტო ფუნქციის შესრულებიდან იღებს. რაც საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი აირით უკეთესი მომარაგებისკენ არის მიმართული.