ტურიზმის სფეროს წამყვანი კომპანიებისთვის ბალდის კანიონის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე იმსჯელეს პროექტის როლზე, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესების, ასევე მთელი რაიონისა და ქვეყნის განვითარების კუთხით.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტებით განხორციელებული პირველი პროექტი საქართველოში, სადაც შშმ პირები თავისუფლად შეძლებენ ისარგებლონ ადგილზე მოწყობილი ინფრასტრუქტურით, როგორც ბილიკებით, ასევე როლერის ატრაქციით.