რამდენიმე საათში, 18:00 საათზე, ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნება. საზეიმო ცერემონიისთვის სამთო-სათხილამურო კურორტზე ყველაფერი მზად არის.
ღონისძიებაში, ცნობილი არტისტები და ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას. საქართველო ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიაში პირველად მასპინძლობს.
ლევან ღუდუშაური აშუქებს ტურნირს და ის გვეტყვის, რა ეტაპზეა სამზადისი გახსნის ცერემონიისთვის.