ბაკურიანმა „ლადოს თასს“ წელს მეთორმეტედ უმასპინძლა

 სამთო-სათხილამურო შეჯიბრს „ლადოს თასს“ ბაკურიანმა წელს მეთორმეტედ უმასპინძლა. ტურნირმა ორი ნაწილი მოიცვა. გიგანტურ სლალომზე სრიალში, პირველ ეტაპზე, ერთმანეთს 7-13 წლამდე ასაკის ბავშვები, ხოლო მეორე ეტაპზე, 14-17 წლამდე ასაკის მოზარდები შეეჯიბრნენ.

წლევანდელ შეჯიბრში 12 გამარჯვებული გამოვლინდა. თითოეული მათგანი სპეციალური სათხილამურო ეკიპირებითა და მედლებით დასაჩუქრდა.

ავტორი: მანუ მურღულია.

ახალი დღე