ბადრი ესებუას საქმის არსებითი განხილვა გრძელდება – დღეს ორი მოწმე დაიკითხა. ისინი ბრალდებულს მძევლად ჰყავდა აყვანილი. დაცვის მხარე მზადაა ექსპერტიზის ჩასატარებლად, თუ მათი წარმომადგენელი ჩაერთვება. ეს შუამდგომლობა ადვოკატებმა წინა სხდომაზე დააყენეს. ბრალდების მხარემ მოითხოვა ბადრი ესებუას დაკავების ოქმებისა და ახალი მტკიცებულებების დართვა საქმეში. ბრალდებული ბადრი ესებუა პროკურატურის მიერ წარდგენილ არცერთ დანაშაულს არ აღიარებს.
შეგახსენებთ, შემთხვევა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა, ბადრი ესებუა კი სამართალდამცავებმა 2023 წლის 8 თებერვალს დააკავეს.