აზერბაიჯანმა „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გაფართოებასთან დაკავშირებით, პარტნიორებთან კონსულტაციები დაიწყო – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ ცერემონიაზე განაცხადა.
ჩვენ უკვე დავიწყეთ კონსულტაციები პარტნიორებთან გაზის წლიური მოცულობის გაზრდასთან დაკავშირებით. ამის გარეშე ბუნებრივი აირის დამატებითი მიწოდების უზრუნველყოფა გაძნელდება“ – თქვა ილჰამ ალიევმა. 2020 წლის 31 დეკემბერს აზერბაიჯანმა ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება ტრანსადრიატიკული მილსადენით დაიწყო, რომელიც „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ნაწილია.