აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა გრძელდება. მსჯელობის პროცესი, რომელშიც დეპუტატებთან ერთად, სხვა დაინტერესებული მხარეებიც არიან ჩართული, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტი აზარტული თამაშების მინიმალურ ასაკობრივ ზღვარს 25 წლამდე ზრდის, ასევე საჯარო მოხელეებსა და სოციალურად დაუცველ პირებს თამაშის უფლებას უკრძალავს. ჯამში, ეს შეზღუდვა ერთ მილიონამდე მოქალაქეზე ვრცელდება.
რა პრობლემებს ხედავს სათამაშო ბიზნესი კანონპროექტში და რა პოზიცია აქვთ ინიციატორებს, შალვა სუმბაძე გვეტყვის.