ავსტრიის დელეგაციის ვიზიტი

საქართველო-ავსტრიის იუსტიციის სამინისტროების თანამშრომლობის ფარგლებში, სასწავლო ცენტრმა ავსტრიულ დელეგაციას უმასპინძლა. ვიზიტის მიზანი პენიტენციური სისტემის ფუნქციონირებისა და თანამშრომელთა გადამზადების მიმართულებით, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება იყო.

საქართველო ავსტრიულ გამოცდილებას სასწავლო ბაზაზე გამართული ტრენინგებისას გამოიყენებს. სტუმრებმა რეგიონის მასშტაბით სააკაძის სასწავლო ბაზა და რუსთავის მე-16 პენიტენციური დაწესებულება მოინახულეს. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა სტუდენტებთანაც.