განახლებადი წყაროებიდან ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის აუქციონი დასრულდა. კონკურსი ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე წლის 10 თებერვალს გამოაცხადა. აუქციონის კომისიის სხდომაზე დახურულ კონვერტებში წარმოდგენილი განაცხადები გაიხსნა და მათი შესწავლა დაიწყო.
ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ კერძო სექტორიდან საკმაოდ მაღალი აქტიურობა დაფიქსირდა, კომისია განაგრძობს წარმოდგენილი წინადადებების შესწავლას და საბოლოო შედეგები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.