აუდიტის სამსახურის ანგარიში - ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ურთიერთსაპირისპირო შეფასებები

ოპოზიცია თავდაცვის მინისტრისაგან ითხოვს პასუხს, როგორ იხარჯებოდა უწყების ბიუჯეტი. აუდიტის სამსახურის ანგარიშს ოპოზიცია და მმართველი გუნდი განსხვავებულად კითხულობენ. “ევროპულ საქართველოში” ამბობენ, რომ სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა, თავდაცვისუნარიანობის გაზრდას არ ხმარდებოდა.

დოკუმენტში საგანგაშოს ვერაფერს კითხულობენ უმრავლესობის წარმომადგენლები და მხოლოდ ადმინისტრაციულ დარღვევებზე მიუთითებენ. აუდიტის სამსახურის ანგარიში, რომელიც ნდობის ჯგუფს დღეს წარედგინა, თავდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების 2015-16 წლების საქმიანობას მოიცავს.

ლიკა ალელიშვილი აშუქებს შეხვედრას პარლამენტში – გენერალურ აუდიტორს უკვე მოუსმინეს ნდობის ჯგუფის წევრებმა, რას აცხადებს ირაკლი მექვაბიშვილი?