საქართველოში „ასტრაზენეკას“ წარმოების 43 200 დოზა კოვიდვაქცინა ჩამოვიდა. „ასტრაზენეკას“ პრეპარატით ვაქცინაცია შესაძლებელია 45 წლის და ზედა ასაკის პირებისთვის. აცრა ჩაუტარდებათ იმ პირებს, რომლებმაც გარკვეული ხარვეზების გამო, ვერ მიიღეს ვაქცინის მეორე დოზები და ასევე, ადამიანებს, რომლებიც დარეგისტრირდნენ პირველ დოზებზე.
„ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის ცენტრები მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში შეირჩევა. ვაქცინაზე რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში უნდა გახდეს ცნობილი. პრეპარატი საქართველომ კოვაქსპლატფორმიდან მიიღო.