აშშ-ის დახმარება უკრაინას

ამერიკამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გაუგზავნა. უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, კიევში ამერიკულმა თვითმფრინავმა 80 ტონა შეიარაღება ჩაიტანა. „იარაღი უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან! და ეს არ არის დასასრული“, – წერს უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. ერთი დღით ადრე ამერიკულმა თვითმფრინავმა უკრაინაში 90 ტონა სამხედრო დანიშნულების ტვირთიც ჩაიტანა.