აშშ-მა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის ახალი პაკეტი დაამტკიცა. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულებით, უკრაინას 600 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გადაეცემა. პაკეტში შედის „ჰაიმარსის“ ტიპის სარაკეტო სისტემები, ასევე ღამის ხედვის სისტემები, ტერიტორიების განაღმვისთვის საჭირო ტექნიკა-აღჭურვილობა, საარტილერიო ჭურვები და სხვა სამხედრო საშუალებები. პენტაგონში განაცხადეს, რომ დახმარების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს უკრაინელი სამხედროების მომზადებასაც.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაწყებიდან დღემდე აშშ-მა კიევს 15 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გამოუყო.