ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციები გააფართოვა. ე.წ. შავ სიას რუსეთისა და უკრაინის 21 მოქალაქე შეემატა. უკრაინის მოქალაქეებს შორის ის პირებიც არიან, რომელთაც ვიქტორ იანუკოვიჩის პერიოდში თანამდებობები ეკავათ. ამ სიაში მოხვდა რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ანდრეი ჩერეზოვი და ამავე უწყების დეპარტამენტის დირექტორი ევგენი გრაბჩაკი.
სანქცირებულთა გაფართოებულ სიაში ასევე რუსეთში მოქმედი ცხრა კომპანია ფიგურირებს.