ლავროვი - აშშ-ის გარეშე ირანის ბირთვული შეთანხმება ჩაიშლება 
ლავროვი - აშშ-ის გარეშე ირანის ბირთვული შეთანხმება ჩაიშლება 

„ირანთან ბირთვული შეთანხმების განსახორციელებლად ამერიკის შეერთებული შტატების როლი გამორჩეულად მნიშვნელოვანია“, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროში განაცხადა.

მისი თქმით, 2015 წელს საერთაშორისო ექვსეულსა და ირანს შორის შეთანხმება ვაშინგტონის გარეშე გაუქმდება.

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობაზე იმსჯელეს, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერების საკითხი იყო.

დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვული შეთანხმებიდან შეერთებული შტატების გასვლა რამდენიმე თვის წინ დააანონსა, რასაც ევროკავშირისა და რუსეთის მხრიდან უარყოფითი შეფასება მოჰყვა.

შეთანხმება თეირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ, ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერებას ითვალისწინებს.