ანდრეი კოსტინი - რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება ომის გამოცხადებას დაემსგავსება
ანდრეი კოსტინი - რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება ომის გამოცხადებას დაემსგავსება

ბანკ VTB-ს ხელმძღვანელი აშშ-სა და ევროკავშირს რუსეთში ხელისუფლების შეცვლის მცდელობაში ადანაშაულებს. როგორც დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას ანდრეი კოსტინმა აღნიშნა, აშშ-მა და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა „დიდი ეკონომიკური ომი“ დაიწყეს, რომლის მიზანიც რუსეთის მოქმედი ხელისუფლების შეცვლაა.

„დასავლეთი სანქციების საშუალებით აპირებს რუსეთზე ზეწოლას, რათა მთავრობა და პრეზიდენტი უფრო სასურველი კანდიდატით შეცვალოს“, – განაცხადა კოსტინმა. მისივე თქმით, საჯარიმო ზომები და შეზღუდვები, რომელიც მოსკოვს დაუწესეს, სავაჭრო ომების ფარგლებს სცდება.

მანამდე VTB-ს ხელმძღვანელმა დავოსის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ევროპაში „სამხედრო კონფლიქტის საფრთხეზე“ ისაუბრა. მისივე თქმით, ნებისმიერი ახალი სანქციის დაწესება რუსეთის წინააღმდეგ ომის გამოცხადებას დაემსგავსება.

„მე ვერ ვხედავ მიზეზებს, რომელთა გამოც, ამის შემდეგ რუსეთის ელჩი უნდა დარჩეს ვაშინგტონში“, – განაცხადა კოსტინმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში აშშ-ის ელჩმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ვაშინგტონში რუსეთის წინააღმდეგ ახალი შეზღუდვების დაწესების საკითხზე მუშაობს. რუსეთის მოქალაქეთა ე.წ. შავი სია 29 იანვარს უნდა გამოქვეყნდეს.