აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადება
ჯეი დი ვენსმა თეთრ სახლში პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პოლონეთში ჯარების განლაგება შემცირება კი არ არის, არამედ ჩვეულებრივი გადავადებაა როტაციაში. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ აჯილდოებს ვაშინგტონი პუტინს და სჯის მოკავშირეებს, ვენსმა უარყო ასეთი განმარტება და აღნიშნა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა არც პუტინის დაჯილდოებას და არც პოლონეთის დასჯას ისახავს მიზნად. მისი განცხადებით, შეერთებული შტატები მსოფლიოს პოლიციელი ვერ იქნება და ამერიკული რესურსების გადანაწილება, პირველ რიგში, საკუთარ უსაფრთხოებას ემსახურება.