აშშ-მა „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე მორიგი იერიში მიიტანა. თეთრი სახლის ინფორმაციით, ამჯერად სამიზნე „ჰუსიტი“ მებრძოლების რაკეტების გამშვები დანადგარები იყო. გავრცელებული ცნობით, დარტყმები იემენის ტერიტორიაზე „ეფ-ეი-18“ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებმა განახორციელეს. მანამდე ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ის დარტყმების შემდეგ, „ჰუსიტ“ მებრძოლებს წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმები არ შეუჩერებიათ და, შესაბამისად, შტატები მათ პოზიციებზე იერიშებს გააგრძელებდა.