კახეთში 14 წლის გოგონა გააუპატიურეს – ფაქტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი სოფლის მიმდებარედ, ფერმაში მოხდა. გავრცელებული ცნობით, გოგონაზე სექსუალურად ნათესავმა იძალადა, რის შემდეგაც, შურისძიების მიზნით 45 წლის მამაკაცი გოგოს ბიძამ დაჭრა. დაჭრილი საგარეჯოს საავადმყოფოშია მოთავსებული და მას ოპერაცია ჩაუტარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე – გაუპატიურებისა და 117-ე – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს. პირი, რომელმაც გაუპატიურებაში ბრალდებული დაჭრა, დაკავებულია. აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრასთან დაკავშირებით, პროკურატურა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს სავარაუდოდ დღეს მიმართავს.