აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი გრძელდება
აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ამ დრომდე მთავრობის ადმინისტრაციასთან რჩებიან. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას მათი მხრიდან პროტესტი და ხმაური მოჰყვა.
მშობლები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ.
„სამწუხაროდ, არ მეგონა, რომ ამ განცხადებას გააკეთებდით ისე, რომ ჩვენ არ შეგვხდებოდით. მე ვარ „ქართული ოცნების“ წევრი 2015 წლიდან და ერთგულად გემსახურებოდით. რატომ ჩვენ არ გვისმენთ? რატომ არ უსმენთ ჩვენი შვილების მკურნალ ექიმებს, რომლებიც გაიდლაინების საფუძველზე საუბრობენ?“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
„ვუსმენდი პრემიერის სიტყვებს, მადლობა ვუხდი, რომ ფინანსები არ არის პრობლემა. მე თუ ვარ თქვენი ძვირფასი მოქალაქე, მოგმართავთ, ნახევარი საათი გამონახოთ დრო და შეგვხდეთ. აგიხსნით, რამდენად მნიშვნელოვან რამეს ვითხოვთ“, – აღნიშნა აქციის მონაწილე ერთ-ერთმა მშობელმა.