აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები პერმანენტულ აქციებს გეგმავენ იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის დაფინანსება არ მოხდება. ისინი კვლავ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ელოდებიან. ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია კი უცვლელია. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე დიდი შეუთანხმებლობა ვადებს უკავშირდება, სამინისტრო მზადაა, გააგრძელოს საკითხების მიმოხილვა და მსჯელობა მედიკამენტის ქვეყანაში დანერგვის მომავალ ეტაპებსა და ხანგრძლივობაზე.
მარიამ სეთურიძე დეტალებით.