აქონდოპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ. მათ გუშინ იქ ღამეც გაათენეს და მოთხოვნების დაკმაყოფილებამადე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. ისინი პრემიერთან შეხვედრასაც ითხოვენ, რათა აქონდროპლაზიის სამკურნალო პრეპარატ „ვოზორიტიდის“ შემოტანასთან დაკავშირებით, მისგან მიიღონ თანხმობა. მათი განცხადებით, სწორედ ამ მედიკამენტზეა დამოკიდებული მათი შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობა.
დღესვე მშობლებს სოლიდარობა გამოუცხადეს პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმაც. მათ თბილისის მერიის მიერ ნაგვის ურნების შესაძენად გამოცხადებული 10-მილიონიანი ტენდერი გააკრიტიკეს და მერს ურჩიეს, აღნიშნული თანხის ნახევარი სწორედ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის შესაძენად მიმართოს.