აქციაზე პოლიციის მიმართ განხორციელებული ძალადობის შემთხვევები

12:14, 10.03.2023

შსს რუსთაველზე მიმდინარე აქციებზე პოლიციელების მიმართ განხორციელებულ ძალადობის შემთხვევებზე საუბრობს და აგრძელებს გამოძიებას. პროტესტის დროს 58 სამართალდამცავი დაშავდა, მათგან ხუთი ამ დრომდე კლინიკაშია. კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა სპეციალურ ბრიფინგზე მიმდინარე პროცესები შეაჯამა და განაცხადა, რომ პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფა, მასზე თავდასხმა და მის მიმართ ძალადობრივი ქმედებების განხორციელება კატეგორიულად მიუღებელია.

თათია მაყაშვილი ესწრებოდა ბრიფინგს.

მსგავსი