შსს რუსთაველზე მიმდინარე აქციებზე პოლიციელების მიმართ განხორციელებულ ძალადობის შემთხვევებზე საუბრობს და აგრძელებს გამოძიებას. პროტესტის დროს 58 სამართალდამცავი დაშავდა, მათგან ხუთი ამ დრომდე კლინიკაშია. კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა სპეციალურ ბრიფინგზე მიმდინარე პროცესები შეაჯამა და განაცხადა, რომ პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფა, მასზე თავდასხმა და მის მიმართ ძალადობრივი ქმედებების განხორციელება კატეგორიულად მიუღებელია.
თათია მაყაშვილი ესწრებოდა ბრიფინგს.