ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვა

ამნისტიის შესახებ კანონპროექტში გარკვეული კორექტივები შევა. პარლამენტი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას განაგრძობს. უკვე ცნობილია, რომ ამნისტია 1 000-მდე ადამიანზე გავრცელდება. მათ შორის იქნებიან მსჯავრდებულები, ასევე პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირები. პროექტს რამდენიმე მუხლი დაემატება, თუმცა კატეგორიულად გამოირიცხა ძალადობრივი ქმედებებისთვის და ნარკოტიკების რეალიზაციისთვის გასამართლებულ პირთა ამნისტირება. განხილვის პროცესში ჩართულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც რამდენიმე მუხლის დამატებას ითხოვენ.