სახალხო დამცველის განცხადება

სახალხო დამცველი რუსთაველზე გამართულ აქციებს ეხმაურება. ლევან იოსელიანის განცხადებით, 7 მარტს, საღამოს საათებში, შსს-ს მხრიდან გაფრთხილებაზე განცხადებების დროისთვის აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობდა ძალის გამოყენების საფუძველი.

რაც შეეხება დემონსტრანტების მხრიდან ძალადობის შემთხვევებს, ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ მათ მიმართ უნდა გატარებულიყო ინდივიდუალური – აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები. სახალხო დამცველის განმარტებით, შეკრების მონაწილეთა ნაწილის მიერ დაწყებული ძალადობრივი ქმედებები დაედო საფუძვლად სამართალდამცავების მხრიდან მთელი შეკრების ძალის გამოყენებით გაუმართლებელ შეწყვეტას 8 მარტსაც.