აქცია ვაკის პარკში - ძიუდოისტები საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ

ამ წუთებში ვაკის პარკში ძიუდოისტები არიან შეკრებილი. აქციის მონაწილეები საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ. ერთპიროვნული მმართველობა ფედერაციაში და თანხების არამიზნობრივი ხარჯვა. ეს ის პრობლემებია, რასაც სპორტსმენები სწორედ ქევხიშვილის მმართველობას უკავშირებენ.

ძიუდოისტები აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდება, ძიუდოს ნაკრები წამყვანი სპორტსმენების გარეშე დარჩება.

გეგი კიკაბიძე გაგვაცნობს ძიუდოისტების განცხადებებს და მათ სამომავლო გეგმებს.