რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების პროტესტი გრძელდება – მოთხოვნები უცვლელია. უკვე ერთი კვირაა, მედიკოსები მთავრობის ბრძანებულების გაუქმებას ელოდებიან. მათ უკვე შეიტანეს სარჩელი საქალაქო სასამართლოში. თანამშრომლები აცხადებენ, რომ სამინისტრის მიერ შეთავაზებულ პაკეტებს გუშინ ახალი პუნქტი დაემატა, რაც გულისხმობს კლინიკების ჩამონათვალიდან მათთვის სასურველი სამუშაო ადგილისა და პოზიციის არჩევას სასურველი ხელფასის მითითებით.
აქციის მონაწილეების განმარტებით, აქამდე სხვა ფორმულირებით იყო ჩაწერილი ეს პუნქტი. ცვლილება თანამშრომლებს ეჭვს უჩენს, რომ სამინისტროს მედიკოსების მოსყიდვის მცდელობა აქვს.