ქუთაისში შშმ თემის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტი გააპროტესტეს. აიპ „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“ და ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის „მიელინის“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. მათ რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტის ობიექტური გამოძიება მოითხოვეს.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ ორგანიზაციის თანამშრომელს, მანქანის გაჩერების გამო, მეზობელი ფიზიკურად დაუპირისპირდა. დაზარალებულმა პოლიციას მიმართა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ორი პირი უკვე დაკავებულია.