პროტესტი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ. ამ დროისთვის ადგილზე სიმშვიდეა. განთავსებული კარვები უკვე დაშლილია. დღის განმავლობაში კი ადგილობრივების ხმაური მოჰყვა მოსამზადებელი სამუშაოების განახლებას.
რიონის ხეობაში ტექნიკა პოლიციის თანხლებით შევიდა. მოსახლეობის ნაწილის განცხადებით, სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქციები გაგრძელდება. ისინი ფიქრობენ, რომ პროექტი საფრთხის შემცველია.
სამუშაოების მწარმოებელ კომპანიაში კი ამბობენ, რომ არაერთი კვლევაა ჩატარებული და მათი მხრიდან იყო ინიციატივა ადგილობრივებთან შეხვედრის და პროექტის განხილვის. პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს ეკონომიკის მინისტრიც.