აქცია ლაფანყურში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ

სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს და აცხადებს, რომ ხეობაში ჰესის მშენებლობას არ დაუშვებს. ადგილობრივების ნაწილმა წუხანდელი რამე ღია ცის ქვეშ გაათენა. ისინი ჰესის აშენებისთვის საჭირო ტექნიკას გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. სპეციალური დანიშნულების ტრანსპორტს, რომელიც სოფლის შესასვლელშია გაჩერებული, პოლიცია იცავს.

ჰესის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ შპს „ართანა ლოპოტამ“ სამი თვის წინ მიცემული პირობა არ შეასრულა. კომპანიის წარმომადგენლები კი მოსახლეობის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ჰესის მშენებლობისთვის ყველა კვლევა ჩატარებულია და სახელმწიფოსგან შესაბამისი ნებართვაც მიღებული აქვთ.