აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებმა ჯანდაცვის მინისტრს განცხადებით მიმართეს. ისინი მკურნალობისთვის განკუთვნილ წლიურ 25 000-ლარიანი ლიმიტის მოხსნას, მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამაში დამატებასა და მინისტრის მოადგილის – თამარ გაბუნიას გათავისუფლებას ითხოვენ.

ონკოპაციენტებმა სამინისტროსთან აქციაც გამართეს და განაცხადეს, რომ თუ მოთხოვნები 8 აპრილამდე არ შესრულდება, პროტესტით მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებენ. შეკრებილების განმარტებით, ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს მკურნალობა უგვიანდებათ, ზოგი კი ლიმიტის ამოწურვის გამო ვერ ახერხებს, ეს პროცესი ბოლომდე მიიყვანოს. საკითხზე უწყებას კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.