ცნობილი ქართველი ლოტბარი ანზორ ერქომაიშვილი დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს. ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენისა და არაერთი პრემიის მფლობელი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი 80 წლის ასაკში, 31 მარტს გარდაიცვალა. ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობდა. ცნობილ ფოლკლორისტს, საგუნდო დირიჟორს, ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწესა და თბილისის საპატიო მოქალაქეს, დღეს პოლიტიკოსები, კოლეგები, მოსწავლეები და რიგითი მოქალაქეები გამოემშვიდობნენ. ოჯახს მიუსამძიმრა ბიძინა ივანიშვილმა.