ანსამბლმა „ნანინამ“ აუდიოალბომის პრეზენტაცია გამართა. 20-წლიანი ისტორიის ფოლკლორული ანსამბლი ქალთა რეპერტუარის მოძიებას, აღდგენასა და პოპულარიზაციას ემსახურება. ალბომში 19 მუსიკალური ნომერია გაერთიანებული და ის კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.