თბილისის საკრებულოში ანსამბლ „ერისიონის“ 135 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. საღამოზე ანსამბლის სასცენო კოსტიუმები და აფიშები, 135-წლიანი ისტორიის ამსახველი ვიდეორგოლები და წიგნები იყო წარმოდგენილი.
გაიმართა რამდენიმე სიმღერისა და ცეკვის ნომერი. ღონისძიება საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით ჩატარდა.