ანსამბლ „ერისიონის“ იუბილე

 თბილისის საკრებულოში ანსამბლ „ერისიონის“ 135 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.  საღამოზე ანსამბლის სასცენო კოსტიუმები და აფიშები, 135-წლიანი ისტორიის ამსახველი ვიდეორგოლები და წიგნები იყო წარმოდგენილი.

გაიმართა რამდენიმე სიმღერისა და ცეკვის ნომერი. ღონისძიება საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით ჩატარდა.