„მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციისა და გამოჯანმრთელების პოლიტიკა, გამოწვევები და გაუმჯობესების შესაძლებლობები“ – ამ თემებზე ანგარიში წარადგინა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
გივი მიქანაძის ინფორმაციით, დოკუმენტი ექვსი თვის განმავლობაში იქმნებოდა და მასში unicef-ის ექსპერტი იყო ჩართული. მისივე განცხადებით, ყველა სამინისტროსა და უწყებას მნიშვნელოვანი როლი აკისრია პრობლემის პრევენციის მიმართულებით. ანგარიშის მიხედვით, საჭიროა მეტი კოორდინაცია და ნაბიჯი უნდა გადაიდგას განათლების კუთხით. აქცენტები კეთდება სარეაბილიტაციო ღონისძიებების გატარებაზე.