პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ანაკლიის პორტის პროექტზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძის თქმით, მისი განხორციელება ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. საკითხზე ისაუბრა ეკონომიკის მინისტრმაც. ლევან დავითაშვილმა ყურადღება ჩინურ კომპანიებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებებზეც გაამახვილა.
შეგახსენებთ, საბოლოო წინადადება ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა წარადგინა, რომელთანაც, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, გაფორმდება საპარტნიორო შეთანხმება და დაიდება ხელშეკრულება.