ანაკლიის პროექტში ინვესტორად ჩინური კონსორციუმის შესვლა დისკუსიის თემაა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია, რომ მმართველი გუნდი ცდილობს, ქვეყანა დასავლელ მეგობრებსა და პარტნიორებს დააშოროს. მიუთითებენ იმაზეც, რომ აღნიშნული კომპანია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დასანქცირებულია, რასაც არ ადასტურებს ეკონომიკის სამინისტრო და ჩინური მხარე.
საქართველო თავის გეოპოლიტიკურ მდგომარეობას მკვეთრად იმტკიცებს – ასე აფასებენ მმართველ გუნდში ანაკლიის პროექტის მშენებლობის დაწყებას. პროექტის სამშენებლო სამუშაოების ორგანიზება უკვე დაწყებულია, მშენებლობა 2025 წლიდან აქტიურ ფაზაში შევა.