ქვემო ფონიჭალაში დაკავებული, ოჯახის სამი წევრისთვის, ბრალის წარდგენა, სავარაუდოდ, დღეს მოხდება. შეგახსენებთ, რომ გუშინ ქვემო ფონიჭალაში სამართალდამცველებმა ალესკეროვების ოჯახის სამი წევრი აიყვანეს.
ადვოკატის განცხადებით, დაკავებულების კუთვნილი ავტომობილიდან ამოღებულია რამდენიმე შეკვრა ნარკოტიკული ნივთიერება. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს.