ქვემო და ზემო ფონიჭალის დამაკავშირებელი მიწისქვეშა სარკინიგზო გზაგამტარის მშენებლობა მიმდინარეობს

ქვემო და ზემო ფონიჭალის დამაკავშირებელი მიწისქვეშა სარკინიგზო გზაგამტარის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროცესს და მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კახა კალაძე  გაეცნო.

მიწისქვეშა სარკინიგზო გზაგამტარი, გოფრირებული ლითონის კონსტრუქციით მოეწყობა.

გვირაბის სიგრძე სულ 42 მეტრი იქნება, სიგანე – 11 მეტრი, ხოლო სიმაღლე – 4.5 მეტრი.

გვირაბის საავტომობილო სავალი ნაწილის სიგანე 7 მეტრი იქნება, ტროტუარების კი – 2 მეტრი.

პროექტის მიხედვით მოეწყობა გვირაბთან მისასვლელი საავტომობილო გზა, რომელიც 300 მეტრი იქნება.

დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტზე 2 350 000 ლარი დაიხარჯება.

მშენებლობა მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და 4 თვეში დასრულდება.