თბილისში რამდენიმე ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი იწყება
თბილისში რამდენიმე ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი იწყება

დედაქალაქის მასშტაბით რამდენიმე ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი იწყება. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, რომელმაც დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაცია წარადგინა.

ბენდელიანის განცხადებით, პროექტის ფარგლებში შეიცვლება დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციები, განახლდება ტროტუარები და ბორდიურები.

„პარალელურ რეჟიმში, იწყება რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი. ეს არის ზემო და ქვემო ფონიჭალაში მნიშვნელოვანი პროექტი, ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზაგამტარი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის ღირებულება დაახლოებით 2,3 მლნ ლარია. დაგეგმილია პროექტის წლის ბოლომდე სრულად დასრულება. გარდა ამისა, გლდანის რაიონში, მდინარე გლდანულაზე გადასასვლელი ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვიწყებთ, ეს მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის ღირებულება 8 მლნ ლარია. სრულად ამ სამუშაოებს დავასრულებთ იქითა წლის ზაფხულში. დღესვე ვიწყებთ სამუშაოების შესრულებას ვაკეში, რამიშვილის ქუჩაზე, რომლის ფარგლებშიც ეტაპობრივად მოძრაობის შეზღუდვა  დაგვჭირდება და ამ ყველაფერს საპატრულო პოლიციასთან კოორდინაციაში გავაკეთებთ.

პროექტის ფარგლებში შეიცვლება დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციები, განახლდება ტროტუარები და ბორდიურები.

გარდა ამ ძირითადი სამუშაოებისა, დედაქალაქის მასშტაბით რამოდენიმე ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.