ალექსეი რეზნიკოვის განცხადება

ამერიკულმა საარტილერიო სარაკეტო სისტემა „ჰიმარსმა“ თამაშის წესები შეცვალა, რამაც უკრაინას საშუალება მისცა, თავს დასხმოდა რუსეთის ძალებს იზიუმში, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. ალექსეი რეზნიკოვმა „ვოლ სთრით ჯორნალთან“ ინტერვიუში თქვა, რომ იარაღის გამოყენებაზე გამოცდა უკრაინამ ჩააბარა და უფრო მეტ და სასწრაფო მიწოდებას ითხოვს.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ამერიკამ უკრაინას „ჰიმარსის“ მხოლოდ ოთხი სისტემა მიაწოდა. რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღება სჭირდება.