ახალშობილთა სოციალური პაკეტი -„კეთილი იყოს შენი მობრძანება“ უმჯობესდება

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ახალშობილთა სოციალური პაკეტი -„კეთილი იყოს შენი მობრძანება“ უმჯობესდება.

პროგრამის ბენეფიციარები – სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილების მშობლები, შვილის დაბადების მოწმობასთან ერთად, ჩვილის ტანისამოსისა და ჰიგიენური საშუალებების გარდა, ახლა უკვე ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტებზე 20 ლარიან უფასო ვაუჩერებსა და 50 % ფასდაკლების ბარათებსაც მიიღებენ.