სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, ახალშობილთა სოციალურ პაკეტს 20 ლარიანი ვაუჩერი და 50%-იანი ფასდაკლების ბარათები დაემატა
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, ახალშობილთა სოციალურ პაკეტს  20 ლარიანი ვაუჩერი და 50%-იანი ფასდაკლების ბარათები დაემატა

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ახალშობილთა სოციალური პაკეტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება” უმჯობესდება. პროგრამის ბენეფიციარები – სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილების მშობლები, შვილის დაბადების მოწმობასთან ერთად, ჩვილის ტანისამოსისა და ჰიგიენური საშუალებების გარდა, ახლა უკვე ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტებზე 20 ლარიან  ვაუჩერებსა და 50 პროცენტიანი ფასდაკლების ბარათებსაც მიიღებენ.

ვაუჩერების განაღდება ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელში იქნება შესაძლებელი. ახალშობილის მშობლები 20 ლარის ფარგლებში საჭირო ნივთებსა და საფენებს უფასოდ მიიღებენ, 50 პროცენტიანი ვაუჩერით კი სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციის შეძენას ნახევარ ფასად შეძლებენ.

სასაჩუქრე პაკეტი იუსტიციის სახლსა და კომპანია „ფარმადეპოს” შორის დღეს ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შედეგად უმჯობესდება.

პროექტს იუსტიციის სამინისტრო 2016 წლიდან ახორციელებს.